პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სხდომათა დარბაზი ბლოკირებული აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, დარბაზის ბლოკირება მანამ გაგრძელდება, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გადადგება.
სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, ასევე, პარტიის სხვა წევრები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დაპირისპირება დღეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გახსნას მოჰყვა. რადგან სესია, რომელსაც რუსი დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რუსული კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რუსულ ენაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა.