მმართველი გუნდის დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი, სასტუმრო “რედისონში” იმყოფება, რის ამსახველ ფოტომასალასაც “რუსთავი2” ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, “რედისონში” ქუცნაშვილი რუს დეპუტატებს, რომლებიც სასტუმროში მას შემდეგ იმყოფებიან, რაც რუსეთის პარლამენტის შენობის დატოვება აიძულეს.
რედისონში იმყოფება “კომუნისტური პარტიის” წევრი, სერგეი გავრილოვიც.
სწორედ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჯდომას მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტი.
მომხდარს უარყოფითად ეხმაურებიან უმრავლესობის წევრებიც.
“რედისონთან” იმყოფებიან ოპოზიციონერი დეპუტატები და მოქალაქეები, რომლებიც ითხოვენ, რომ რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვონ.
ამ წუთებში 3 საპროტესტო აქცია მიმდინარეობს:
პარლამენტის შენობაში, შენობის მიმდებარედ და სასტუმრო “რედისონთან”.
ზაქარია ქუცნაშვილი: თუ საჭიროა, პასუხისმგებლობა ვინმემ აიღოს, მე ყოველთვის მზად ვარ ამისთვის