საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. როგორც “მეტრონომს” ოქრიაშვილმა განუცხადა, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
“შემოდგომაზე პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ახლა ბაქოში ვარ და მეტს ვერ გესაუბრებით”, – აცხადებს ოქრიაშვილი.