მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა ზაქარია ქუცნაშვილს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ჩატარებისთვის მადლობა რუსულად გადაუხადა და წმინდა სამების ხატით დაასაჩუქრა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მართლმადიდებლობის ასამბლეის ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ მართლმადიდებლურ სამყაროს რუსეთის დანაშაულების შესახებ გავაგებინოთ.