ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა არანაირ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში” – გავრილოვი

არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა არანაირ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში, – ამის შესახებ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გავრილოვმა, განაცხადა.

გავრილოვის თქმით, მისთვის საქართველოში ყიფნა კომფორტულია. ამასთან, რუსი დეპუტატის განცხადებით, რუსეთმა და საქართველომ ურთიერთობების სხვა მიმართულებითაც უნდა განაახლონ.

“მე ვფიქრობ, წვლილი უნდა შევიტანოთ არამხოლოდ ტურიზმსა და ბიზნესში, არამედ კულტურაშიც. ასევე, მინდა ვუპასუხო ფეიკნიუსებს, რომელიც ქართული მედიით გავრცელდა. არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე. ეს სიცრუეა”, – განაცხადა გავრილოვმა.
წყარო – “ინტერპრესნიუსი

იტვირთბა....