საქართველოში უკრაინის ელჩმა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული მიღება პრიტესტის ნიშნად დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ელჩი იგორ დოლგოვი ამბობს, რომ მას არ უნდოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის სიტყვა მოესმინა. დოლგოვის თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის და საქართველოს ოკუპაციას, რაც ყველანაირ საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.