ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა” – სერგეი გავრილოვი

არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შეგახსენებთ, გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მიღებაზე იმყოფება, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.

შეკითხვაზე, აწუხებს თუ არა მას იმ ქვეყანაში ყოფნა, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გავრილოვმა განაცხადა, რომ მას არანაირი დისკომფორტი არ გააჩნია

“არანაირი დისკომფორტი. ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემი სამშობლოა”, – განაცხადა გავრილოვმა.

გარდა ამისა, სასახლესთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ.

იტვირთბა....