საქართველოში ერთ დროს გადაშენებული ქურციკების მეხუთე თაობა დაიბადა. ქურციკები ანუ ჯეირნები, რომლებიც საქართველოში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდნენ, კვლავ შეგვიძლია ვიხილოთ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე – ინფორმაციას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ავრცელებს.
ქურციკები სავარაუდოდ ორი კვირის წინ გაჩნდნენ, მაგრამ მათი გადაღება მხოლოდ ახლა მოხერხდა.
2014 წლიდან საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიებზე 40 ქურციკი გადმოიყვანეს. ამ ეტაპზე, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 90-ზე მეტი ინდივიდია დაფიქსირებული.