aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბიძის მიერ მოკლულ ძმისშვილს ოჯახი სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გვინდა აღნიშნულ საქმეზე ყველა იმ თანამშრომლის საქმის შესწავლა და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდეს, ვისმა სამსახურეობრივმა უმოქმედობამაც გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია-  ამის თაობაზე მოკლული, 13 წლის გოგიტა ირემაძის, ოჯახის ადვოკატმა, ეკა ქობესაშვილმა, ინტერპრესნიუს განუცხადა.

გვაქვს იმის განცდა, რომ გამოძიება ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით შემოფარგლოს აღნიშნული საქმე. დეტალურად უნდა იყოს საქმე შესწავლილი პოლიციის თანამშრომლების მიმართაც. როგორც მოგეხსენებათ, პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ მიერ არაჯეროვნად შესრულებულმა სამსახურეობრივმა მოქმედებამ გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია. ვიმედოვნებთ, აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ და მხოლიდ ერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი არ იქნება დაყენებული.

ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, დაისაჯონ სამართალდამცველები, ვინაიდან თვითმხილველი მოწმეები ამბობდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს რეაგირება მყისიერად განეხორციელებინათ, შესაძლოა, ბავშვი არ ყოფილიყო მოკლული”, – განაცხადა ქობესაშვილმა.

რუსთავში, ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი თ.ა. დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება. მიმდინარე წლის 10 თებერვალს, რუსთავში მცხოვრებმა ვალერი ირემაძემ 13 წლის ძმისშვილი გოგიტა ირემაძე მოკლა. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, 9 თებერვალს ვალერი ირემაძე მეგობრებმა და მეუღლემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მიიყვანეს, თუმცა როგორც ისინი აცხადებდნენ, პაციენტის მიღებაზე ადგილების არქონის გამო უარი უთხრეს.

იტვირთბა....