„ვფიქრობ, ამჟამინდელი ვითარებით, რუსეთთან დაკავშირებით არაფერი არ მიმდინარეობს კარგად. ეს ასეა, თუ მაგალითად აიღებთ სირიას, ვენესუელას, ჩრდილოეთ კორეას, ირანს, ბირთვულ საკითხს, უკრაინას, საქართველოს. ნამდვილად არაფერია პოზიტიური. ვფიქრობ, ზოგადად, სახიფათო ვითარებაა შექმნილი. ვითარება კიდევ უფრო სახიფათო გახდება, თუ საერთოდ არ ვილაპარაკებთ რუსეთთან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩვენ ორივე გავაკეთოთ – განვაგრძოთ რუსეთზე ზეწოლა და ასევე, ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების სერიოზულობიდან გამომდინარე ველაპარაკოთ რუსეთს, თუ ამგვარი შესაძლებლობა იქნება“.
კურტ ვოკერი, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი