უშუქო სოფლების პრობლემას საბოლოოდ მოვაგვარებთ. საქართველოში 140 სოფელია რეგისტრირებული, რომელიც ელექტროენერგიით არ მარაგდება – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გამოსვლისას.
“სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიძენს და დაამონტაჟებს მზის პანელებს იმ სოფლებში, სადაც ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო არ არსებობს. იქ, სადაც შესაძლებელია მიკრო და მცირე ჰესების რეაბილიტაცია და აშენება, მთავრობა აღნიშნულ ინფრასტრუქტურას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადასცემს და ამ სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ადგილობრივ მოსახლეობა მიეწოდება.” – განაცხადა თურნავამ
ნათია თურნავას თქმით, მალე დაიწყება შატილში მცირე ჰესის რეაბილიტაცია, რომლის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ იქნება. ჰესი ლოკალური ქსელის მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობის მომარაგებას ელექტროენერგით, ასევე დაგეგმილია მიკრო და მცირე ჰესების მშენებლობა – რეაბილიტაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – როშკაში, არდოტში, არხოტში და ა.შ.