მთავარი ციტატა

როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას ეფექტურად ასრულებს, იქ კომბლების თვლა ზედმეტია – ზარდიაშვილი

ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ყველას მოვუწოდებ, კონსტიტუციას დაექვემდებარონ. როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას ეფექტურად ასრულებს, იქ კომბლების თვლა ზედმეტია. კომბლები შეიძლება გავთალოთ და ჭერში დავალაგოთ. ახალი კონსტიტუციის პირობებში ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცულია, სახელმწიფო ყველა ადამიანის უფლებებს დაიცავს და ზედმეტი ფორმირებებებისა და დაჯგუფებების შექმნა არასერიოზულია, რადგან სახელმწიფო ეფექტურად მოქმედებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისინი [თბილისი პრაიდზე] კომბლებით იქნებიან შეიარაღებული

იტვირთბა....