“ზედიზედ მეორე ჯანდაცვის (ყველაზე ფართო მანდატის და დიდი ბიუჯეტის სამინისტროა) მინისტრად ინიშნება საჩხერის კლინიკის დირექტორი – ივანიშვილის პირადი მცირე რეგიონული პოლიკლინიკის გამგე. გულისამრევი მონობაა ამის გულხელდაკრეფილი ყურება, მეგობრებო. და კიდევ უფრო გულისამრევია, მონობას შეგუებულების ყურება, მეგობრებო”
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელი;
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა – დღეიდან უწყებას დავით სერგეენკოს ნაცვლად ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს.