ეკატერინე ტიკარაძე მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადმინისტრირების სფეროში. მას უკვე აქვს გამოცდილება ჯანდაცვის ადმინისტრირების და მას ჩემი აზრით, წინ ხვდება საკმაოდ რთული პაკეტი რეფორმების, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოებას, სამედიცინო უსაფრთხოების ხარისხს, ადამიანური რესურსის განვითარებას ჯანდაცვის სფეროში
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით განუცხადა.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა – დღეიდან უწყებას დავით სერგეენკოს ნაცვლად ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს.