მინდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილს ვუთხრა, რომ მე ვარ რაინდი!
ლევან ვასაძის განცხადებები საერთოდ არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მისი განცხადება მუქარას არ შეიცავს.
თუ პოლიციელები არ დაიცავენ ამ ქვეყანში წესრიგს, მე როგორც უფლებადამცველი, ვიქნები ერთ-ერთი, ვინც დაიცავს საქართველოში წესრიგს, რომ არ მოხდეს ამ სიბინძურის, გარყვნილების პროპაგანდა.
დემოკრატიულ ქვეყანში შესაძლებელია შეიზღუდოს აქციები, მსგავსი სახის სატანისტური, ლიბერალისტური აქციები, ვინაიდან ის ქართული საზოგადოების ღირსებას ეწინააღმდეგება.
ეს განცხადება ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში თბილისის სამმართველოში კონტრაქციის მონაწილეთა გამოკითხვა მიმდინარეობს