ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსი აფეთქდა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ხანძარი საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა, რომლის ჩაქრობაში ათობით სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. დაშავებულები სასწრაფოთი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუირებულია. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.