“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წყალობით, გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც წვიმის მოსვლასაც კი რუსულ, რბილ ძალასთან აკავშირებს. ვფიქრობ, ქვეყნის პოლიტიკური, თუ ექსპერტული ელიტის 99%-იც კლინიკურ მდგომარეობაშია. რა რბილი ძალა, რომელი რუსული ძალა, რა რუსული ნარატივი და რომელი პროპაგანდა?! მართლა, კომედიურ სერიალში ვცხოვრობთ! კაცს ხმა ვერ ამოუღია, ეგრევე რუსული, რბილი ძალის იარლიყს აკერებენ. გარეჯს თუ იცავ, რუსული ნარატივი სადაა?!- რომელი “გენიოსი” ამიხსნის, კანფეტს ვაჩუქებ! ან სკოლებში უფასო კვების იდეა რუსულ პროპაგანდაში როგორ ჯდება, იქნებ რომელიმე
“ალბერ კამიუმ” ესეც აგვიხსნას, ძალიან დაგვავალებს! ან საქართველოს ინტერესების, რწმენის, ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობის, თუ სულიერების საკითხები რატომ არ ითვლება სწორედ ქართულ ნარატივად და რატომ ებმის კვლავ ე.წ. რუსული ნარატივის სქემას, რომელიმე “კარლ გუსტავ იუნგმა” იქნებ გაგვანათლოს და გაგვაბედნიეროს. ვაკვირდები საჯარო სივრცეს და საღი აზროვნება აშკარად ბულინგის ქვეშაა. წვიმა, გარეჯი, წყალდიდობა, სიღარიბე, პენსია, დემოგრაფია, სპორტი, ანუ ყველაფერი თუ რუსული ნარატივის ნაწილია ერთი ავლიპ ზურაბიშვილი აღარ ჰყოფნის ამ რეაქტიულ ფსიქოზს, ბევრი ავლიპი გვინდა, ბევრი!”
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი; სოციალური ქსელი;