ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ პოლიცია ხალხს დაიჭერს, მოხდება პარალიზება და, მაქსიმუმ, სამი დღე სამარცხვინოდ გაძლებს მთავრობა” – ფალავანდიშვილი

პოლიცია თუ შეეცდება ხალხის დაჭერას, მოხდება ერისა და ბერის გაერთიანება, მოხდება პარალიზება და მაქსიმუმ სამი დღე სამარცხვინოდ გაძლებს მთავრობა, – ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი მზად არის, ორგანიზებულად ჩაერთოს მოძრაობაში და დაიცვას ქალაქი უწესრიგობისგან.

„ჩვენც და ლევან ვასაძეც ვართ ქრისტიანები და ვემორჩილებით ნებისმიერ კანონს გარდა იმ კანონისა, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთის კანონს. თუ პოლიცია მრუშობის პროპაგანდის გამო დაერევა ხალხს, როდიანოვივით დაუწყებს ჩეხვას, ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ, რომ ხალხი ამას არ შეეწინააღმდეგება? კომბლით იქნება, თუ რაც მოხვდება ხელში, შეეწინააღმდეგება. თუ 9 აპრილს მოგვიწყობენ, მაგრამ ვფიქრობ ესკალაცია ამ დონემდე არ მივა, პოლიცია თუ შეეცდება ხალხის დაჭერას – მოხდება ერისა და ბერის გაერთიანება, გამოვა ქუჩაში, მოხდება პარალიზება და მაქსიმუმ სამი დღე სამარცხვინოდ გაძლებს მთავრობა. თუ მეტყვით, პოლიციას იმხელა ძალა აქვს, რომ ყველა ქალაქში და ადგილზე გამოსულ ხალხს დაერევა წყლის ჭავლით, კომბლებით თუ ფიწლებით, ძალიან ეჭვი მეპარება, მაშინ თურქეთის ჯარი უნდა შემოიყვანონ“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ცნობილი იქნება, რომ ფილარმონიაში ტარდება ეს ლგბტ პროპაგანდა, იქ გაკეთდება დიდ კორდონს, რომ პოლიციამ კორდინი ვერ გაარღვიოს, თუ გაარღვია, მაშინ იმდენი ხალხი გამოვა, რომ მთავრობა გადადგება და დაიშლება ფილარმონია.
წყარო – “საქართველოს პირველი არხი”

იტვირთბა....