ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუს დეპუტატებს ჩვენთვის მიუღებელი განცხადებების გამო შემოსვლას ვერ ავუკრძალავთ” – ქუცნაშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის, თქმით, რუს დეპუტატების მიუღებელი განცხადების გამო საქართველოში შემოსვლას ვერ აუკრძალავს.

“იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული ვიღაც დეპუტატებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, რომ არ შემოვუშვათ საქართველოში. მაგ ლოგიკით მაშინ, მეგობრებო, გაეროს გენერალური ანსამბლეაში ჩადის ნახევარი მსოფლიო დიქტატორი და მაშინ ამერიკამ უნდა ჩაკეტოს ნიუ-იორკის აეროპორტი. საერთაშორისო ანსამბლეაში და გენერალურ ანსაბლეაში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუნდაც მიუღებელი პერსონებისთვის, ეს არის დიპლომატიაში ქაჯობა,” – თქვა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დეპუტატ სერგეი გავრილოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული.

“ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ბატონი გავრილოვი არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევი – ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

ჩვენ კარგად გადავამოწმეთ, შესაბამისი სპეციალური სამსახურების ჩართულობით შევამოწმეთ ყველა დელეგაციის წევრი. ორს, სამწუხაროდ, აღმოაჩნდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული და მათ უარი ეთქვათ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში შემოსვლაზე.

ასე რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. და როგორც ყველა ინფორმაცია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს მხოლოდ ორ ფუნქციას და თავისი თავის აქტუალიზაციას პრესკონფერენციიდან პრესკონფერენციამდე,” – თქვა ქუცნაშვილმა.

მმართველი პარტიის დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ არ გაემიჯნება მართლმადიდებლურ სამყაროს, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში მონაწილე ერთერთი ქვეყანა რუსეთია.

“ჩვენ არ ვაპირებთ გავემიჯნოთ მართლმადიდებლურ სამყაროს იმის გამო, რომ ასე სურს ევროპულ საქართველოს ან ნაციონალებს ან კიდევ იმის გამო, რომ 23 ქვეყანას შორის არის ერთერთი მართლმადიდებლური ქვეყანა რუსეთი,” – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ 19-23 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა იმართება, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატებიც დაესწრებიან. ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველია და ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ასევე საერთაშორისო ავტორიტეტს.
წყარო – “ტაბულა

იტვირთბა....