მთავარი ციტატა

“ათეისტმა ბავშვების ნათვლის დროს ქვების სროლა რომ დავიწყო, ხომ არ იქნება მისაღები?” – ფერაძე

“ჩვენს სახელმწიფოს ეშინია, მაგრამ ვისი ეშინია? ვიღაც თეთრჩოხიანი კაცი გამოვიდა, დაგვემუქრა და სახელმწიფომ თქვა, ჩვენც გვეშინია მისი, ამ თეთრჩოხიანი კომბლესიო, “პრაიდის” ორგანიზატორებმა მისცეს ხელისუფლებას შანსი, გვაჩვენოს,  ვცოვრობთ თეოკრატიულ სახელმწიფოში, თუ ვართ სეკულარულები. მე მაგალითად ათეისტი ვარ, ბავშვების ნათვლის დროს რომ მივვარდე იქ და ქვების სროლა დავიწყო, ხომ არ იქნება მისაღები, მაშინ რატომ უნდა ეპატიოს იგივე ძალადობა ვაშაძეს?”

შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, სახელმწიფოსადმი მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს.14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

 

ნატა ფერაძე, “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი აქტივისტი

“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....