aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აღვნიშნავთ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლისთავს” – ზალკალიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზიტი იყო ამერიკასა და საქართველოს შორის, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულა, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აშშ-ში ვიზიტის შესახებ საუბრისას.

„ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ათი წლისთავს. სწორედ ამ თვალსაზრისით, ის დეკლარაცია, რომელიც იქნა მიღებული, იყო ყოვლისმომცველი. ის მოიცავდა ყველა იმ ძირითად მიმართულებას, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. კერძოდ, ძირითადი, პრიორიტეტული მიმართულებები, რაც გახლავთ, თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაა. ასევე ეკონომიკური კუთხით, შესაძლებლობების გაფართოება, ვაჭრობის კუთხით პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე სხვა, ორ ძირითად მიმართულებაზე საუბარი – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ხალხთაშორისი ურთიერთობის გაღრმავება. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში განმსაზღვრელი“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, როგორც საქართველომ, ასევე აშშ-მ, კარგად იცის, თუ რა სტრატეგიულ მიმართულებაზე უნდა ისაუბრონ.

„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიზიტი იყო ამერიკასა და საქართველოს შორის, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებულა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მომავლის პერსპექტიცის გათვალისწინებით. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ორივე მხარემ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა სტრატეგიულ მიმართულებებზე ვიმუშავოთ, რა კონკრეტული ამოცანები და გეგმები არის განსახორციელებელი ყველა ამ ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით.“ -აღნიშნა მინისტრმა.

იტვირთბა....