“ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად. თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა”
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჟურნალისტებთან საუბრისას;
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებსა და პრაიდის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა შედგა. მხარეების მიწვევით შეხვედრაზე იმყოფებოდა სხალხო დამცველი. შეხვედრაზე საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.