“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს გარანტიები ვერ მისცა.
როგორც თაბაგარმა “მეტრონომს” განუცხადა, ჯერ არ არ გადაუწყვეტიათ, ჩატარდება თუ არა პრაიდი.
“გვქონდა შეხვედრა შსს-სთან, ვმსჯელობთ და გადავწყვეტთ, რას და როგორ ვიზამთ. ვერ გვაძლევენ გარანტიებს, მაღალ რისკებზე ისაუბრეს. არ გადაგვიწყვეტია. ჩვენ ვისაუბრებთ და მერე გადავწყვეტთ”, – ამბობს თაბაგარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა.
ომბუდსმენის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.