“მოსკოვმა და ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყეს ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების წინააღმდეგ. მისი მიზანია, შეიქმნას საყოველთაო დესტაბილიზაცია, აღდგეს ახალი მხედრიონი, რის შედეგადაც დაგლეჯილ-განადგურებული საქართველო დაბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე. მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სექსუალური უმცირესობა და მათთან დაპირისპირებული კონტრაქცია. „როგორც კი სექსუალურ საკითხებს შეეხება პრობლემატიკა, მაშინ უკვე იწყება ქუჩის აქტიურობა. პირველი ეტაპი, „ცოცხების ოპერაცია“, რუსეთმა წარმატებით დადგა და ხელისუფლების შეცვლას მიაღწია, ახლა იწყება ოპერაცია „ცოცხი ორი“. რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს მსოფლიოს, რომ მხოლოდ სექსუალურ თემატიკაზე გამოვდივართ ქუჩაში?”
“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე;