aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო კულტურა მთავარი

BLACK EYED PEAS-ი ქართული მსმნელის წინაშე – BLACK SEA ARENA-ზე მეოთხე სეზონი გაიხსნა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

16 ივნიის, black sea arena-ზე მეოთხე სეზონი black eyed peas-ის კონცერტით გაიხსნა.

ამერიკული ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაში ნაცნობი და უცნობი სიმღერებით წარსდგნენ.

კონცერტის დაწყებამდე, მსმენელის განწყობაზე დიჯეიმ ზრუნავდა. ეზოში მოწყობილი იყო როგორც დასასვენებელი, ასევე გასართობი სივრცე.

“მეტრონომი” დაინტერესდა თუ როგორი განწყობა ქონდათ მსმენელებს კონცერტის დაწყებამდე.

“ამ ჯგუფს ძალინ დიდი ხანია ვუსმენდი და როცა გავიგე, საქართველოში ჩამოდიოდნენ წუთიც არ დავფიქრებულვარ ისე ვიყიდე ბილეთი და წამოვედი მეგობრებთან ერთად. ძალიან გული მწყდება, რომ ჯგუფში ფერჯი აღარ არის, მაგრამ მაინც ვუსმენ. გარემო ძალინ მომეწონა. Black sea arena-ზე პირველად ვარ და რა მოლოდინებიც მქონდა გადააჭარბა. კიდევ ერთხელ ვუხდი არენას დიდი მადლობას რომ ასეთ საღამოებს მასპინძლობს” – განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა მსმენელმა ნათია კირთაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

კონცერტის დასრულების შემდეგ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ განაცხადა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტი შედგა.

“გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტი შედგა დღეს „ბლექ სი არენაზე“. მომღერლებმა თვითონ სცენაზე გამოხატეს განწყობა რეპლიკების სახით, თუ როგორი იყო პუბლიკა, რაოდენ მაგარი იყო დარბაზი და საერთოდ, რა მაგარი ქვეყანაა“, – განაცხადა „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.

 

იტვირთბა....