მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

საქართველოში დასავლური ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს – ჩერგოლეიშვილი

“ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს და თავში გრამი ტვინი გვაქვს, ყველანი ვხვდებით, რომ საქართველოში დასავლური ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს.

ესაა ჩვენი წინაპრების ანდერძი – ესაა ყველა იმ ადამიანის მიზანი, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს და საღი აზრი მოეკითხება.

მე აქტივისტი ვარ და პოლიტიკურად მხარს ვუჭერ მხოლოდ იმას, ვინც ამ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის იბრძვის.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პერსონებს.

ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იდეებს.

ვინც ლიბერალური დემოკრატიის იდეის ღალატს ცრუპრაგმატიზმით ხსნის, ის ჩემი მოკავშირე ვერ იქნება.

ვინც ძალაუფლებასთან დასაახლოებლად მზადაა ეშმაკს შეეკრას (ვასაძე, ოქრუაშვილი… მათი სახელი ლეგიონია), ჩემი მოკავშირე ვერ იქნება.

ვინც დღევანდელ ბრძოლაში გვერდზე გადგომის მიზეზებს ეძებს, ხელისუფლებაში არასოდეს უნდა მოვიდეს და ჩემი მხრიდან, ყველანაირად ხელს შევუშლი”

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....