ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – პოლიტიკოსებმა ჯობს ახალი ალტერნატიული ცენტრების შექმნაზე იზრუნონ, ამომრჩეველების უმრავლესობას მიშა და ბიძინა აღარ უნდა

პოლიტიკური გამარჯვება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. ნებისმიერ გამარჯვებას აქვს თავისი ფასი და ღირებულება. აქედან გამომდინარე, საკითხის ასე დაყენება, რომ მე არ შემიძლია, ის კი არ მომწონს, მაგრამ იმასთან უნდა დავდგე, ისევ ნეგატიური ნარატივია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას 2020 წლის არჩევნებისთვის მესამე პოლიტიკური ძალის ფორმირების თემის კომენტირებისას განაცხადა.

ხუხაშვილი “რესპუბლიკური” პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის დამარცხება სააკაშვილის გარეშე შეუძლებელია. ხუხაშვილის განცხადებით, ეს ნეგატიური ნარატივის გამტარებელია.

“ვიღაცის საწინააღმდეგოდ მზად ვარ ნებისმიერს შევეკრა, ეს კონცეფცია ჩემთვის არაა მისაღები. სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ ასე სკეპტიკურად განწყობილი, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” “ქართული ოცნება” ერთგვარი სიმბიოზია. ამომრჩევლის უმრავლესობას არც ერთს არ უნდა. ლევან ბერძენიშვილს აქვს ილუზია, რომ ისეთი კოფიგურაცია შეიქმნას, რომ ბიძინა დაამარცხოს ისევ მიშას, მაგრამ რეალურად ესე არაა. ჯობს პოლიტიკური ალტერნატივების ცენტრების შექმნაზე იზრუნონ და არ მიეკედლონ რომელიმეს. თუ ვინმეს ამის თავი არ აქვს, შენი ჭირიმე, რა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....