ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მინისტრის შეცვლაზე პრემიერმა უნდა განაცხადოს” – სერგეენკო პოსტიდან მის შესაძლო გადაყენებაზე

“ცვლილება, მინისტრთა კაბინეტში, არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინფორმაციას მისი თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, მინისტრის მოვალეობას თავად ასრულებს.

“ცვლილება, მინისტრთა კაბინეტში, არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მანვე უნდა განაცხადოს, ამის შესახებ. ნუ წავართმევთ მას ამის შესაძლებლობას”, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება შეკითხვას, პრემიერი 14 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე ხომ არ განაცხადებს მისი გათავისუფლების შესახებ, სერგეენკო პასუხობს, რომ ასე არ ფიქრობს.

“არ ვფიქრობ, რომ რამდენიმე საათში განაცხადებს. მე პრემიერთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია და არ ვთვლი თავს ვალდებულად, რომ ზუსტად გავავრცელო ინფორმაცია, ვის როდის და რამდენჯერ შევხვდი, ეს ჩვენი სამუშაო კომუნიკაციაა. ჯერჯერობით მე ვასრულებ მინისტრის მოვალეობას, შევხედოთ მოვლენების განვითარებას”. – განმარტავს სერგეენკო.

იტვირთბა....