მთავარი საზოგადოება ციტატა

ვასაძე – მე და ჩემნაირებს გვაბრალებენ, რომ ვართ კრემლის აგენტები, ამაზე დიდი ცინიზმი ცხოვრებაში არ მინახავს

“მე და ჩემნაირებს გვაბრალებენ, რომ ჩვენ ვართ თურმე კრემლის აგენტები. ამაზე დიდი უსინდისობა, ამაზე მეტი ცინიზმი მე ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ის ხალხი, ვინც შუბლით შეაჯახა ჩვენი სამშობლო ამ უდიდეს ჩრდილოიმპერიას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გახლიჩა, მისი ნაწილების ოკუპაცია მოახდინა; ის ხალხი, ვინც ჩააბარა მათ ჩვენი მიწები, დასეირნობენ ახლა, ჩვენი სამშობლოსგან მოპარული ფულით და ხელშეუხებლობით სარგებლობენ, გვდებენ ბრალს, რომ როდესაც ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს, თურმე ჩვენ ვართ აგენტები. ისინი არიან აგენტები ყველასი, ვისაც უნდა, რომ მათ ფული გადაუხადოს, რათა ჩვენმა სამშობლომ იზარალოს. მე ვარ აგენტი, მინდა განვაცხადო და გაგანდოთ ერთი საიდუმლო – მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში”

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა მიმდინარეობს;

იტვირთბა....