“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოში ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია გადმოვიღოთ. ხალხში ასეთ ვნებას როცა ხელს უწყობ, ალბათ, უნდა გაიაზროს საზოგადოებას იმ ნაწილმა ის, რა შეიძლება მაგას მოჰყვეს.
ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენს საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე შევადარებდი მორალურ ტერორს, რადგან ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება, ეგეც არავის უნდა. ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია”
ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა;