aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ამ ქვეყანაში აქვს ყველა მოქალაქეს, ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას კონსტიტუცია – ჩუგოშვილი

“ის, რაც ხდება, არის დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი. ერთი მხრივ, შსს-ს მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მისი ასევე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. შსს-ს პრიორიტეტი ახლა არის,  შეძლოს უფლებების რეალიზაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარ ინციდენტებზე საუბრისას;

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მიმართა, რომ არ დაეშვა “გეი პარადის” გამართვა. განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. თუმცა, აქციის ჩატარებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. კონტრაქციასა და აქციას პოლიციის კორდონი ყოფდა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ჯამში დააკავეს 28 პირი. აქედან 21 ხელწერის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო შვიდი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორშაბათიდან დაიწყებენ მთავრობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ სამიქნობაში ხელი შეუშალეს.

 

იტვირთბა....