მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე კონტრაქციის კიდევ რამოდენიმე მონაწილე დააკავეს.
ისინი ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერებისკენ გადასვლას ცდილობდნენ. ჯამში კონტრაქციის 10-ზე მეტი პირია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა კანცელარიის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.