ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კანცელარიასთან ყვითელი ავტობუსები მიიყვანეს – “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ისინი იქ მანამდე დარჩებიან, სანამ მთავრობის წარმომადგენლებისგან არ მოისმენენ, რომ ხელისუფლება ემიჯნება ძალადობას.

ამ დროისთვის კანცელარიასთან ყვითელი ავტობუსები მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კონტრაქციის მონაწილე 8 პირი დააკავა. 

ამჟამად კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებიან კანცელარიის შენობასთან, ხოლო თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და ქვიარ უფლებების დამცველები კანცელარიასთან ასასვლელ კიბესთან.

იქამდე კი საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ არ დაუშვას “გეი-პრაიდის” ჩატარება.

იტვირთბა....