ახალი ამბები მთავარი სამართალი

ერთ-ერთმა დაკავებულმა ლგბტ აქტივისტებს კვერცხები ესროლა

ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კონტრაქციის მონაწილე 8 პირი დააკავა. 

უწყების ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ლგბტ აქტივისტებს, რომლებსაც შემდეგ კვერცხები ესროლა, არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, ამიტომაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, დააკავეს. 

მთავრობის კანცელარიასთან დღეს დაგეგმილი იყო ლგბტ აქტივისტების აქცია, თუმცა მანამდე ადგილზე პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია და კონტრაქცია მინდინარეობს, მათ შორის კი პოლიციის კორდონია მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას ადგილიდან ჰყავდა გაყვანილი ლგბტ პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, რომელიც უკვე აქციაზე იმყოფება.

იტვირთბა....