“მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს: არაფერ შუაში არაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი და ამ მოტივით აქციის მონაწილეების დაკავება. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დროისათვის სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე 8 პირია დაკავებული. ყველა დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი არა. ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა? ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გურამ ფალავანდიშვილიც და საერთოდ, ყველა დაკავებული”
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კონტრაქციის მონაწილე 8 პირი დააკავა.