მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კონტრაქციის მონაწილე „ლიბერალის“ ჟურნალისტებს ტელეფონის დამტვრევით დაემუქრა.
აღნიშნული პირი პოლიციამ უკვე დააკავა.
მანამდე ამავე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო.
მთავრობის კანცელარიასთან დღეს დაგეგმილი იყო ლგბტ აქტივისტების აქცია, თუმცა მანამდე ადგილზე პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია და კონტრაქცია მინდინარეობს, მათ შორის კი პოლიციის კორდონია მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ პოლიციას ადგილიდან ჰყავდა გაყვანილი ლგბტ პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, რომელიც უკვე აქციაზე იმყოფება. შემდგომში კი სამართალდამცავებმა კონტრაქციის 8 მონაწილე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
მას შემდეგ რაც ლიბერალის ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს სიტუაცია დაიძაბა
Gepostet von ლიბერალი / Liberali am Freitag, 14. Juni 2019