ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არ ვემიჯნებით თბილისი პრაიდს — ტრანსგენდერი ქალების ნაწილი

ტრანსგენდერი ქალების ნაწილი ფეისბუქის გვერდზე თემის სახელით, ტრანსგენდერი ქალის, გაბრიელა როსკიპოვას განცხადებას ეხმაურება თბილისი პრაიდზე. ისინი ამბობენ, რომ არ ემიჯნებიან და მხარს უჭერენ დაგეგმილ ღირსების მარშს.

როგორც ტრანსგერდერი ქალი, ელენა ტატლი ბუხაიძე, წერს აუცილებელია კომფორტის ზონის დატოვება და თემის უფლებებისთვის ბრძოლა.

“არავის აქვს უფლება, ჩემი სახელით რაიმე აზრი დააფიქსიროს, ამისთვის ვარ მე და თავად უკეთესად შემიძლია გამოვხატო აზრი, თავად უკეთესად შემიძლია გადავწყვიტო რას გავემიჯნო და რას არა! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც არ უნდა შეუერთდეს “ღირსების მარშს”, თუმცაღა ეს ინდივიდუალურად გადაწყვიტოს ყველამ და ინდივიდუალურად გამოეთიშოს ამ პროცესს. საქართველოშიც და ემიგრაციაში მყოფი ჩემი მეგობარი ტრანსგენდერი ქალები, არათუ ვემიჯნებით, ვუერთდებით და მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს!

მოხშირდა ძალადობა, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, არ ვიცი რა ინდიკატორებით გაზომეს, მაგრამ მე ვხედავ, რომ ჩვენზე ძალადობა ყოველთვის იყო, არის ახლაც და ზუსტად იმიტომ რომ წერტილი დავუსვათ გაუგონარ სისასტიკეს, უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და ჩვენი უფლებებისთვის ჩვენვე დავიწყოთ ბრძოლა”, — წერს ბუხაიძე.

ტრანსგენდერი ქალი მარია ზვიადაძე სთხოვს მედიას არ აღიქვან გაბრიელა როსკიპოვას განცხადებები რეალურად.

“თუ ერთი ტრანსიც არ ემიჯნება ვერავინ ვერ გაბედავს მთლიანი ტრანს თემის სახელის გამოყენებას. ძალიან ვთხოვ მედია საშუალებებს ეს განცხადება არ იყოს აღქმული რეალურად რადგან მედიისთვის არის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია ტრანს თემი პრაიდს არ ემიჯნება და ვისაც უნდა ამ ინფორმაციისგან სარგებლის მიღება და ზიანის მიყენება უნდა თბილისო პრაიდისთვის ჯობია სხვის სახელი არ გამოიყენოთ”.

თბილისი პრაიდს არ ემიჯნება ასევე ტრანსგენდერი ქალი მონიკა ტიგიშვილი .

“ეს არის სირცხვილი ! ტყული ! სრული ტრანს თემის სახელით ნუ საუბრობთ ! მითუმეტეს ის ტრანსები რომლებიც თქვენს მდგომარეობას ფორმას ეხახით ! მე არ ვემიჯნები ! და არც სხვა ტრანსგენდერი ქალები ვიმეორებ ტრანსგენდერი ქალები და არა ფორმიანები.”

იტვირთბა....