პატივი უნდა ვცეთ უპირველესად საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მსოფლმხედველობისა, ღირებულებისა და სხვადასხვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, უფლება აქვთ, მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, დავიცვათ და პატივი ვცეთ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები ჩვენთვის. მოვუწოდებ შსს-ს, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. შსს ვალდებულია, გააკეთოს ნათელი გზავნილი იმ საპასუხო ზომების შესახებ, თუკი ვინმე შეეცდება ძალადობრივი ფორმით ვინმეს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. ამიტომ, ჩემი მიმართვის მთავარი ადრესატი არის შსს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მოუწოდებს შსს-ს, ქვეყანაში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოს