ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვუხდი ბოდიშს და მეტს აღარ ვიზამ – ბათუმის საკრებულოს წევრი ბოდიშს იხდის

ვიხუმრე. შეიძლება ასე ითქვას – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბათუმის საკრებულოს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ, სოციალურ ქსელში მისი მხრიდან ქალი მაშველების მისამართით დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

“არ გამოვიდა კარგად ჩემი კომენტარი. შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ და მივაქცევ ყურადღებას აღარ ვიხუმრო ასეთ თემებთან მიმართებაში. არც ვაპირებდი და არც მიგულისხმია ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ვუხდი ბოდიშს და მეტს აღარ ვიზამ – განაცხადა მან.

საკრებულოს წევრმა მაშველ გოგონებთან დაკავშირებით Facebook-ში კომენტარი – “ზატო” ხელოვნური სუნთქა ეცოდინებათ” – დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან. მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

 

იტვირთბა....