ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ძალადობა მოხდეს რომელიმე ჯგუფის ან მთლიანად საზოგადოების მიმართ – ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე “მეტრონომთან” საუბარში საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არვის მიიმართ დაუშვებს ძალადობას.

“მე არ ვთვლი, რომ საპატრიარქოს განცხადება ძალადობისკენ მოწოდებაა. ამ ქევყანაში გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის დაცულია და სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ძალადობა მოხდეს რომელიმე ჯგუფის ან მთლიანად საზოგადოების მიმართ.

მასობრივი მსვლელობის ჩატარევა რამდენად მიესადაგება ამ მსვლელობას, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე, პირადად, ვთვლი, რომ ზოგჯერ ეს ამ თემის ინტერესებს არ შეესაბამება. ზოგჯერ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ხელოვნური პროვოცირება ხდება, რომელთაც ზუსტად ამ თემის ინტერესების დაღღვევა სურთ”, – განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას “გეი-პრაიდის” ჩატარება.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” გაუწევს.

იტვირთბა....