ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ზოგჯერ, ბერძნული პრესა ქართველების კრიმინალურ შემთხვევებზე ქართული მედიისგან იგებს” – ნანობაშვილი

ზოგჯერ, ბერძნული პრესა კრიმინალურ შემთხვევებზე, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ, ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს, – განაცხადა ინტერვიუში საბერძნეთში საქართველოს ელჩმა, იოსებ ნანობაშვილმა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ნანობაშვილის თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა საქართველომ მიაღწია შეთანხმებას საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დანაშაულის შესახებ, რომელშიც საქართველოს მოქალაქე არის დაფიქსირებული, მაქსიმალურად არ ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივ მედიასაშუალებებში.

„თვალს ვერ დავხუჭავ. კრიმინალის პრობლემა ნამდვილად არსებობს საბერძნეთში. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ შეთანხმებას. ეს ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. მეორე მხრივ, საერთო ამოცანაა, რომ ამ წარმატებული ბრძოლის შედეგებმა არ პოვოს იმ ტიპის გამოხმაურება ბერძულ საზოგადოებაში, რომელიც დააზიანებს დღევანდელ საქართველოს იმიჯს და ჩვენი თანამოქალაქეების ყოფნას საბერძნეთის რესპუბლიკაში. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში და დანაშაულის შესახებ, რომელშიც საქართველოს მოქალაქე არის დაფიქსირებული, მაქსიმალურად არ ვრცელდება ადგილობრივ მედიასაშუალებებში. ზოგჯერ ადგილობრივი პრესა კრიმინალურ შემთხვევებზე, რომელშიც ქართველები მონაწილეობენ ქართული მედიისგან იგებს და მასზე დაყრდნობით წერს. ორგანიზებულ დანაშაულს არ აქვს ეროვნება. ეს ზოგადი პრობლემაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ გამოწვევის დასამარცხებლად, თუმცა ამ პროცესმა არ უნდა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის იმიჯი საბერძნეთში და ჩვენი თანამოქალაქეების საცხოვრებელი პირობები“, – აცხადებს ელჩი.

იტვირთბა....