გრიგორი კარასინის განცხადებები, როგორიც არ უნდა იყოს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ეს ვერც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მოახდენს გავლენას და ვერც საქართველო-ნატოს ურთიერთობის დინამიკაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ, განაცხადა.
გოგუაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გადასაწყვეტია, ვის აირჩევს თავის პარტნიორად.
„რუსეთის პოზიცია ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ეს არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება საქართველოსი და ამას არანაირი გავლენა არ ექნება. ჩვენ ვიცით რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ. ვიცით, მისი დამოკიდებულება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, ეს არ არის ჩვენთვის ახალი, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ არის ის, რამაც შეიძლება, სულ მცირედი მაინც გავლენა იქონიოს პროცესებზე, რომელიც მიდის საქართველო-ნატოს დაახლოების მიმართულებით“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორ კარასინს, შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა. კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, „აშშ-ის ტონი არ გვაწყობს“