მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“საქართველოს პარლამენტი ბექაურის ხელით აპირებს დასაჯოს ყველა, ვინც გააკრიტიკებს ბიძინას” – დანელია

“საქართველოს პარლამენტი ბექაურის და მარეგულირებელი კომისიის ხელით აპირებს დასაჯოს ყველა ის ადამიანი ვინც გააკრიტიკებს ბიძინას, სალომეს, კობახიძეს და ოცნების სხვა წევრებს, მურუსიძეს და მის კლანს. მარტო ოცნებას და ირმა ინაშვილის, ასევე შალიკო რამიშვილის კანტორებს ყველაფრის უფლება ექნებათ. სამიზნე ხდება მათგან დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო ორგანიზაციები და მოძრაობები, თავისუფალი მოქალაქეები. ეს არ უნდა დავუშვათ.
პ.ს. ყველა ჟურნალისტს ბოდიშს ვუხდი, ვისაც უარი ვუთხარი დღეს კომენტარზე”

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურისა და მისი მეუღლის ეკატერინე ბერიძის შემოსავლებზე, ბიძინა ივანიშვითან კავშირსა და ტენდერების გარეშე კონტრაქტების დადებაზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნინო დანელია, მედიაექსპერტი
“ფეისბუკის” პირადი გვერდი

იტვირთბა....