“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურისა და მისი მეუღლის ეკატერინე ბერიძის შემოსავლებზე, ბიძინა ივანიშვითან კავშირსა და ტენდერების გარეშე კონტრაქტების დადებაზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ბექაურის ოჯახს წლსს გნმავლობაში მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი აქვს პირდაპირი ანგარიშსწორებით.
“მოგეხსენებათ დღეს 15 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე მისი ხელმძღვანელი ბატონი კახა ბექაური კიდევ შეეცდება კონსტიტუციური უფლებების დარღვევის გზით დაუბრკოლოს მუშაობა თავისუფალი ბიზნესის წარმოებას დამოუკიდებელ ტელევიზიებსა და პოლიტიკურ მოღვაწეობას. ბექაური ემსახურება ერთადერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის პირად იტერესს . მოკლედ მოგიყვებით რა განაპირობებს ბექაურის მსახურებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
საქმე ის გახლავთ, რომ 2017 წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე ბატონმა კახა ბექაურმა მიიღო წლის განმავლობაში პირდაპირი ანაზღაურება 234 000 ლარის ოდენობით. მისმა მეუღლემ ეკატერინე ბერიძემ თბილისის წყალომამრაგების კომაპანიის GWP-ის კომუნიკაციებისა და კორპორაციული მოსახურების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წლის განმავლობაში პირდაპირი ანაზღაურებით მიიღო 305 000 ლარი. გარდა ამისა საბიუჯეტო ორგანიზაცების მხრიდან სასათბურე პირობების შექმნით, მათ პირად მფლობელობაში არსებულ კერძო კომპანიებს ეძლევათ საშულება დამატებითი შემოსავლები მიიღონ. მაგალითისთვის შპს. “ორი ნაბიჯი”, რომელიც ფლობს ქალაქ თბილისის მასშტაბით 102 სავაჭრო წერტილს. “2 ნაბიჯის” 33%-იან წილს ფლობს ბატონი კახა ბექაური, ხოლო მისი მეუღლე ეკატერონე ბერიძე არის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. ამავდროულად ამ კერძო ფირმამ მოახერხა წლის განმავლობაში საბიუჯეტო ხარჯებიდან ყოველგვარი ტენდერების გარეშე პირდაპირი მოლაპარაკებების გზით 182 ხელშეკრულების დადება სხვა ფირმებში.
საბოლოოდ ეს ოჯახი მთლიანობაში იღებს 1 000 000 ლარამდე ანაზღაურებას. ბიძინა ივანიშვილი მისადამი პირდაპირი მსახურების სანაცვლოდ, კახა ბექაურის ოჯახს აძლევს საშუალებას გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან წლის განმავლობაში მიიღოს მილიონამდე ლარი. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მის ობიექტურობასთან დაკავშორებით არანაირი კითხვეი არ არსებობს” – განაცხადა თარგამაძემ.