აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს, პოლონეთს სავიზო რეჟიმი გაუუქმოს.
როგორც მან პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილებაა აშშ, სავარაუდოდ, 90 დღის ვადაში მიიღებს.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში 1000-დან 2000-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის.