ახალი ამბები მთავარი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

იტვირთბა....