გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ქვესადგურების თანამშრომელი დაიღუპა.
33 წლის მამაკაცი, გუშინ ღამით, ელექტროენერგიის ფიდერზე აღდგენის სამუშაოების შესრულების დროს დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე- 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.