რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში საკუთარ სახლში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. “მეტრონომს” ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზა, რის შემდეგაც დადგინდება ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.