თბილისში, ბაგებში, მეტრაპარკის ტერიტორიის მიმდებარედ, სამგზავრო მიკროავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.