ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეულწილად ექნება ექსპერტის როლი.
„ჩვენ გვაქვს საფიქრალი იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე ანგარიშში აისახა, მათ შორის „ოდირის“ ანგარიშებში. ნამდვილად არის შესაძლებლობა გაუმჯობესების და მაქვს მოლოდინი, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსენსუსი იქნება მიღწეული და ამავდროულად განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეულწილად ექნება ექსპერტის როლი”,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან მმართველი გუდნის, ოპოზიციის არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.